წამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წამი

1. დროის საზომი ერთეული, რომელიც 60°2 საათის ტოლია. ზომა-წონათა მე-13 გენერალურ კონფერენციაზე (1967) მიიღეს ატომური წამის განსაზღვრა, რომელიც ხდება სიხშირისა და დროის ცეზიუმის ეტალონების მეშვეობით.

გარდა ატომური წამისა, ასტრონომიასა და მეცნიერების სხვა დარგებში იყენებენ ასტრონომიულ, ანუ ეფემერიდულ წამს, რომლის სიდიდე დაკავშირებულია მზის ირგვლივ დედამიწის გარემოქცევის პერიოდთან – ე. წ. ტროპიკულ წელიწადთან. ტროპიკული წელიწადი არის დროის შუალედი მზის მიერ გაზაფხულის ბუნიობის წერტილში ორი გავლას შორის. 1 წამი არის ტროპიკული წელიწადის 1:31556929,9747 ნაწილი (1900 წლისათვის). ეს განსაზღვრა მიღებული იყო 1954 წელს ზომებისა და წონების X საერთაშორისო გენერალური კონფერენციის მიერ. დედამიწის ბრუნვის არათანაბრობის გამო ასე განსაზღვრული წამი არასტაბილური იყო. ატომურ წამზე გადასვლის შედეგად დროის ეტალონის სიზუსტე რამდენიმე რიგით გაიზარდა.

2. კუთხის სიდიდის საზომი ერთეული, რომელიც 60-2 გრადუსის ან 60-1 წუთის ტოლია. ერთი წამი ასე აღინიშნება: 1“.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები