ასაწყობი ლენტური საძირკველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასაწყობი ლენტური საძირკველი

ასაწყობი ლენტური საძირკველილენტური საძირკვლის ტიპი, რომელიც შედგება ასაწყობი დაარმატურებული ძირისა და მასზე დასადგმელი კედლის ბლოკებისაგან. ნაგებობის სიმტკიცის ასამაღლებლად, სუსტ გრუნტებში მოსალოდნელი დაჯდომის ასაცილებლად და ანტისეისმური ღონისძიებების გასატარებლად, ასაწყობი საძირკვლის გაძლიერება ხდება დაარმატურებული ნაკერებით ან რკინაბეტონის სარტყლით, რომელიც ეწყობა შენობის მთელ პერიმეტრზე საძირკვლის ძირის ან საძირკვლის კედლის ბლოკის თავზე. ქვიშის გრუნტზე საძირკვლის ბლოკების დადგმა ხდება უშუალოდ მოსწორებულ ფუძეზე, სხვა გრუნტების შემთხვევაში კი 10 სმ სისქის ქვიშიან ბალიშზე. საძირკვლის ქვეშ დაუშვებელია ნაყარი ან გაფხვიერებული გრუნტის არსებობა. ქვიშის ბალიშის სიგრძე და სიგანე მიიღება საძირკვლის ზომაზე 20-30 სმ-ით მეტი. მონტაჟის დაწყებამდე შუქურა ბლოკები იდგმება შენობის კუთხეებში და კედლების გადაკვეთის ადგილებში, შემდეგ კი ხორციელდება დანარჩენი ბლოკების დამონტაჟება გაჭიმული თოკების მეშვეობით. პროექტის შესაბამისად, ნიველირით მოწმდება ყველა ნიშნული.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები