საძირკვლის ბლოკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საძირკვლის ბლოკი

საძირკვლის ბლოკი − მასიური რკინაბეტონის სხვადასხვა ზომის, მართკუთხედის ფორმის კონსტრუქციული ელემენტი. მასა – 240-1960 კგ; ტექნიკური მახასიათებლები: წყალმედეგობა – W2; ყინვამედეგობა – F50; გამოყენებული ბეტონის კლასი – B3,5-B12; სიმკვრივე – 2200-2500 კგ/მ3. ზედა მხარეს ბლოკს აქვს ერთი ან ორი სამონტაჟო მარყუჟი. ექსპლუატაციის ვადაა, მინიმუმ 60 წელი (დამოკიდებულია ბლოკის ბეტონის კლასზე, მარკიანობასა და გრუნტულ გარემოზე). საძირკვლის ბეტონის ბლოკების გამოყენების სფეროებია: მრავალსართულიანი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობათა საძირკვლები; სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების მზიდი კედლები (უმეტესად სარდაფის); ესტაკადები, ხიდები, საყრდენი კედლები, პანდუსები და მისთ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები