მონტაჟი (სამშენებლო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონტაჟი − (ფრანგ. montage აწყობა, დაყენება), სამშენებლო კონსტრუქციების, ტექნოლოგიური მოწყობილობის, ელექტროსქემების, აგრეგატების, მანქანების, მექანიზმების, ხელსაწყოების აწყობა და დაყენება. მოიცავს ტექნოლოგიური მოწყობილობის საპროექტო მდგომარეობაში დაყენებას, მასთან კონტროლისა და ავტომატიკის მიერთებას, აგრეთვე კომუნიკაციების გამართვას ნედლეულის, წყლის, ორთქლის, შეკუმშული ჰაერის, ელექტროენერგიისა და ა.შ. მისაწოდებლად და ტექნოლოგიური მოწყობილობის საექსპლუატაციო მდგომარეობამდე მიყვანას. მონტაჟის დროს გამოიყენება სამონტაჟო იარაღები და სამარჯვები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები