აკრილის მილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკრილის მილი

აკრილის მილი – ექსტრუდიის გზით მიღებული აკრილის (ორგანული მინის) გამჭვირვალე მილები და ღეროები. აქვს კარგი სხივგამტარობა (92%), მაღალი დარტყმამედეგობა (11-ჯერ მეტი, ვიდრე მინას), მცირე წონა (2-ჯერ ნაკლები, ვიდრე მინას), მაღალი ატმოსფერომედეგობა; ხანგრძლივად ინარჩუნებს ფიზიკურ თვისებებს – არ იკაწრება, არ ყვითლდება; კარგად ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას (ჭრა, გაბურღვა, გახეხა, გაპრიალება), ლაზერულ გრავირებას; ტემპერატურის გავლენით იღებს ნებისმიერ ფორმას. მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონია –30-დან +70°C-მდე. გამოიყენება შენობის ინტერიერისა და ვიტრინების მხატვრული გაფორმებისთვის, კიბის გამჭვირვალე მოაჯირების, კარ-ფანჯრების სახელურებისა და საკანცელარიო ნივთების დასამზადებლად, ავეჯის წარმოებაში, ნეონურ და შუქრეკლამაში; ბარების, კაფეების, რესტორნების დიზაინში; მრეწველობაში – აირებისა და სითხეების გადასაქაჩ სისტემებში; დეკორატიული მიზნით – დიდი დიამეტრის აკრილის მილებისაგან წყლის აკვარიუმების დასამზადებლად და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები