ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოსკოვის ტრიუმფალური თაღი სანკტ-პეტერბურგში, აშენებული 1828-1829 წლების რუსეთ-თურქულ ომის გამარჯვე...

ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებები 1713, 1829 - რუსეთ-ოსმალეთის 1710–13 და 1828–29 ომების შემდეგ დაიდო ხელშეკრულებები

1. 1713 წლის 13 (24) ივნისის ხელშეკრულებით, რუსეთმა ოსმალეთს დაუთმო აზოვის ციხე მიმდებარე ტერიტორიით და გაიყვანა ჯარები პოლონეთიდან, რათა ხელები გახსნოდა ბალტიისპირეთში სამოქმედოდ.

2. 1829 წლის 2 (14) სექტემბრის ხელშეკრულებით, რუსეთმა მიიღო დუნაის შესართავი, შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ტამანის ნახევარკუნძულიდან აჭარამდე (ამ სანაპირო ხაზის ჩრდილო მონაკვეთი – აფხაზეთიდან ტამანამდე, ფაქტობრივად, კიდევ დასაპყრობი იყო) და სამცხე-ჯავახეთი ახალციხითა და ახალქალაქით.

გარდა ამისა, ოსმალეთმა ცნო ქართლ-კახეთის იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აგრეთვე ერევნისა და ნახჭევნის სახანოების რუსეთთან შეერთება. გადაუხადა რუსეთს კონტრიბუცია და გახსნა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული და უცხოური სავაჭრო გემებისათვის. მოლდოვამ, ვლახეთმა, საბერძნეთმა და სერბიამ ავტონომია მიიღეს, განთავისუფლდნენ ოსმალთა ჩაგვრისაგან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები