კონტრიბუცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონტრიბუცია (ლათინური - contribution),
1. ფულადი თანხა, რომელსაც საზავო ხელშეკრულების პირობებისამებრ უხდის დამარცხებული სახელმწიფო გამარჯვებულ სახელმწიფოს.
2. იძულებითი ფულადი და სხვა ბეგარა, რომელსაც მოწინააღმდეგე ართმევს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას. დღესდღეობით ცნება „კონტრიბუცია“ ამოღებულია საერთაშორისო სამართლიდან.