აბულის ციკლოპური ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბულის ციკლოპური ციხე – ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ციკლოპური ციხე, ნაციხარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აბულ-სამსრის ქედზე, მთა პატარა აბულის ფერდობზე, მდინარე აბულის (ფარავნის მარჯვენა შენაკადი) სათავეში ზღვის დონიდან 2800 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან 12 კმ მანძილზე. ნაგებია მშრალი წყობით. კედლის სიმაღლეა 5 მ, სიგანე – 3 მ. შემორჩენილია ნანგრევები.




წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები