პატარა აბული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პატარა აბული – მთა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, აბულ-სამსრის ქედის სამხრეთ ნაწილში ზღვის დონიდან 2800 მ სიმაღლეზე. ჩამქრალი ვულკანია და აგებულია პლიოცენური ანდეზიტ-დაციტური ლავებით. შემორჩენილია ანტიკური და გვიანდელი ფეოდალური ხანის ნაციხარი.