ABC ჯარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ABC ჯარები - (ABC - ლათინური სიტყვების atom, Biolog, Chemik-ის (აბქ) საწყისი ასოები), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური გვარეობა. განკუთვნილია შენაერთებისა და ნაწილების პირადი შემადგენლობის დაცვის ორგანიზაციისთვის. ასევე მასობრივი განადგურების იარაღისგან დასაცავად და მისი გამოყენების შედეგების სალიკვიდაციოდ. შედის საარმიო კორპუსების (ბატალიონი) და დივიზიების (ასეული) შემადგენლობაში. გამოიყენება აგრეთვე საკვამლე ფარდების დასაყენებლად.