ფამფარულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფამფარულა (Scorzonera) – სამკურნალო, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ყვავილობს აგვისტოდან სექტემბრამდე, თესლი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. მცენარე კარგად იზრდება მსუბუქ (ქვიშნარ), საშუალო თიხნარ, მძიმე თიხნარ, კარგად დრენირებად ნიადაგებზე. უპირატესობას ანიჭებს კირიან ნიადაგებს, დაჩრდილვას ვერ იტანს. სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული Scorzonera-ს 6 სახეობიდან 3 ენდემურია.