სრულმნიშვნელოვანი სიტყვები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სრულმნიშვნელოვანი სიტყვები – ტიპობრივი სიტყვები. ამგვარი სიტყვები წარმოადგენენ ყოველი ენის ლექსიკონის ძირითად ნაწილს. აქვთ დამოუკიდებელი ლექსიკური მნიშვნელობა და სინტაქსური ფუნქცია. ქართულში სრულმნიშვნელოვანი სიტყვების კლასებია: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ნაცვალსახელი, რიცხვითი სახელი, ზმნა და ზმნიზედა. ეს უკანასკნელი ფორმაუცვლელი სიტყვების კლასია, დანარჩენები კი – ფორმაცვალებადისა. სახელთათვის დამახასიათებელია ბრუნება, ზმნათათვის – უღვლილება.

ნ. სტურუა

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები