რ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„რ“ – ქართული ანბანის მეჩვიდმეტე (ძველი ქართული ანბანის მეცხრამეტე) ასო. მისი სახელია „რაე“; გრაფიკული სიმბოლო ენისწვერისმიერი ვიბრანტი სონორი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴐ მისი მოხაზულობა ხაზისა და რკალების კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხურში ⴐ კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში იგი მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხურსა და მხედრულში რ ზედა ორ ხაზში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ასს (100).