ნუსხური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული ნუსხური

ნუსხურიქართული ანბანის ერთ-ერთი სახეობაა. პირველად გვხვდება სინური მრავალთავის ანდერძში (864). XI ს-იდან მან საბოლოოდ განდევნა ხელნაწერი ტექსტები და ასომთავრული და არსებობა განაგრძო XIX ს-მდე. ხელნაწერთა ანდერძის მინაწერებში ნუსხურს,ისევე როგორც ასომთავრულს, ხუცური ჰქვია.

ნუსხური უშუალოდ ასომთავრულის სახეცვლილების შედეგადაა წარმოქმნილი, მაგრამ ასოთა მოხაზულობებს თავისი დამახასიათებელი სტილი აქეს, რომლის ჩამოყალიბება განაპირობა სწრაფი, გამარტივებული წერის მოთხოვნილებამ ვერტიკალურ სისტემაზე დამყარებული ასომთავრულის სახე ნუსხურ დამწერლობაში კვადრატის ფარგლებიდან გამოდის და ოთხხაზოვან სისტემაში თავსდება. ის გრაფიკული თავისებურებანი კი. რომლებმაც ნუსხური დამწერლობის სახე განსაზღვრეს, ჯერ კიდეე ასომთავრულში ჩაისახა. ეს არის ასო-მოხაზულობათა სწრაფვა თავგახსნილობისაკენ: წრიული მოხაზულობის ასოებს V-VIII სს, თანდათანობით ეხსნებათ თავი და რკალურ ფორმებზე გადადიან; ირღვევა ორხაზოვანი წერის სისტემა, რაც განვითარების გარკვეულ ეტაპზე ასწვრივი ღერძის დაგრძელებით გამოიხატება.

აღნიშნულმა გრაფიკულმა ცვლილებებმა შეცვალა თანაფარდობა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ, ხაზებს შორის. მთელ რიგ ასოებში ასწვრივი ღერძი შემცირდა ორჯერ, ასოები სხვადასხვა სიმაღლისა გახდა და ოთხ ხაზში განაწილდა. თუ ასომთავრულში ასოთა მოხაზულობა ხელის რამდენიმე აღებით სრულდებოდა, ნუსხურში ფორმათა საერთო არქიტექტონიკას უკვე ერთიანი მონახაზისაკენ სწრაფვა ახასიათებს, ასოები მარჯვნივაა გადახრილი, ისინი სიტყვაში გაბმით, უინტერვალოდ იწერება. დახრილი კუთხოვანი ფორმების ფარგლებში შეიქმნა ე. წ. დაკბილული სისტემაც, რაც ტექსტის საერთო დაწერილობაში დეკორატიულობის შთაბეჭდილებას ქმნის.

ნუსხურის კალიგრაფიული შესრულების მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებული (X ს), გელათის ოთხთავი (XII ს.), ვანის ოთხთავი (XII–XILI სს.) და სხვ.

ვ. მაჭავარიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები