გაუსის ფორმულა
გაუსის ფორმულა – ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის დღის დასადგენად (გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველი სრულმთვარეობის მომდევნო პირველი კვირადღე).
ვინაიდან აღდგომის გამოსათვლელი წესი მოითხოვს გარკვეული პირობების შესრულლებას, რომელიც დაკავშირებულია მზის გარშემო დედამიწის ბრუნვასთან, დედამიწის გარშემო მთვარის ბრუნვასთან, შვიდდღიან კვირასთან, ამიტომ აღდგომის დღესასწაულის დღე ცვალებადია და ყოველწლიურად იცვლება.
ამ თარიღის დასადგენად, როგორც იულიუსის, ისე გრიგორიანული კალენდარისათვის გაუსმა წამოაყენა საკმაოდ მარტივი ფორმულები. მაგალითად, იულიუსის კალენდარისათვის გაუსის ფორმულა ასეთია:
ვთქვათ a, b და c – შესაბამისად არიან წლის რიცხვის 19-ზე, 7-ზე და 4-ზე გაყოფის ნაშთები; d – არის (19a + 15) -ის 30-ზე გაყოფის ნაშთი; e არის (2 b + 4 c + 6d +6) -ის 7-ზე გაყოფის ნაშთი. მაშინ, აღდგომა მოდის 22 + (d + e) მარტს, ან (d + e) -9 აპრილს ძველი (იულიუსის) კალენდარით.