განზომილება (მათემატიკაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განზომილება – მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა შ ი – რიცხვი, რომელიც ტოლია ერთისა, თუ ფიგურა წარმოადგენს წრფეს, ორის – თუ ფიგურა წარმოადგენს ზედაპირს, სამისა – თუ ფიგურა წარმოადგენს სხეულს.
ანალიზური გეომეტრიის თვალსაზრისით ფიგურის განზომილება უდრის კოორდინატთა რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამ ფოგურაზე მდებარე წერტილის განსაზღვრისათვის. მაგალითად, წერტილის მდებარეობდა წირზე განისაზღვრება ერთი კოორდინატით, ზედაპირზე – ორით, სამგანზომილებიან სივრცეში – სამით.
XIX ს-ის შუა წლებამდე გეომეტრია სწავლობდა მხოლოდ პირველი სამი განზომილების ფიგურებს. მრავალგანზომილებიანი სივრცის ცნების განვითარების შედეგად XIX ს-ის მეორე ნახევრიდან გეომეტრია შეისწავლის ნებისმიერი განზომილების ფიგურებს.