ბალავაძე ვახტანგ (მოჭიდავე)
ბალავაძე ვახტანგ — (დ. 20.11.1926, სოფელი ღანირი (სამტრედიის რაიონი) - 25.07.2018), თავისუფალი სტილის მოჭიდავე (73 კგ). 1956 წლის მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშები ბრინჯაოს პრიზიორი. 1960 წლის რომის XVII ოლიმპიური თამაშებში დაიკავა XI ადგილი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 57) და მეორე პრიზიორი (1959). პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. სსრკ-ის ხუთგზის ჩემპიონი (1952-55, 57), ვერცხლისა (1956, 59) და ბრინჯაოს (1951) პრიზიორი. სსრკ-ის ხალხთა I და II სპარტაკიადების ვერცხლის მედლების მფლობელი (1956, 59). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (1953). სსრკ-ის ჩემპიონი (1952) და ვერცხლის მედლის (1951) მფლობელი სამბოში. სსრ-კის სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელი (196170), ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლევან თედიაშვილის პირადი მწვრთნელი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1964 წლიდან). საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1967-75). თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში 1972 წლიდან ვახტანგ ბალავაძის სახელი მიენიჭა. თბილისის საპატიო მოქალაქე, ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
1956 წლის ოლიმპიური თამაშები
73 კგ, 15 მონაწილე
1. მიცუო იკედა (იაპონია)
2. იბრაჰიმ ზენგინი (თურქეთი)
3. ვახტანგ ბალავაძე (სსრკ)
I წრე ქულებით (3:0) დაამარცხა ტონო რანტანენი (ფინეთი); II წრე წმინდად (2,50) მოუგო ალფრედ ტიშენდორფს (გერმანიის გაერთიანებული გუნდი); III წრე ქულებით (0:3) წააგო მომავალ ჩემპიონ, მიცუო იკედასთან (იაპონია); IV წრე სუფთად (11,45) სძლია პერ ბერლინს (შვედეთი); V წრე წმინდად (8,03) წააგო იბრაჰიმ ზენგინთან (თურქეთი).
იხილე აგრეთვე
წყარო
- ოლიმპიური თამაშები
- ქართველი სპორტსმენები
- ოლიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები
- ქართველი მოჭიდავეები
- მსოფლიოს ჩემპიონები
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- ქართველი მწვრთნელები
- საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები
- ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსნები
- ბალავაძეები