აზენკური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აზენკური – სოფელი ჩრდილოეთ საფრანგეთში, სადაც 1415 წლის 25 ოქტომბერს, ასწლიანი ომის დროს, ინგლისის მეფის ჰენრიხ V-ის ჯარმა (8 ათ. მშვილდოსანი და ათასი ქვეითი რაინდი) დაამარცხა ფრანგების ლაშქარი (7 ათ. მძიმედ შეიარაღებული რაინდი და მეარბალეტე). ბრძოლის ბედი გადაწყვიტეს ინგლისელმა მშვილდოსნებმა. ამ გამარჯვების შედეგად ინგლისელებმა ხელთ იგდეს ჩრდილოეთ საფრანგეთი პარიზის ჩათვლით.