აბერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბერაცია

აბერაცია — (ლათ. aberrātiō(n-) გადახვევა, გადახრა < aberrāre ნორმიდან გადახრა, გზის აცდენა) –

  1. ოპტიკურ სისტემებში — (ლინზა, ფოტოაპარატი, მიკროსკოპი) მიღებული გამოსახულების დამახინჯება – სინათლის სხივების გადახრა ლინზის ფოკუსური წერტილიდან; გამოსახულებათა ცთომილებანი რომელთაც იძლევა ოპტიკური სისტემები.
  2. სინათლისა ასტრონომიაში — მზის სინათლის სხივების ხილული გადახრა დედამიწის მოძრაობის სიჩქარის გავლენით; მოცემულ მომენტში ცის სფეროზე ვარსკვლავის ხილული მდებარეობის წანაცვლება დედამიწის მოძრაობის მიმართულებით.
  3. მათემატიკა — წყობის ან ფუნქციის გადახრა ტიპური ნორმიდან;
  4. გადატანითი მნიშვნელობით — შეცდომა აზროვნების პროცესში, შემთხვევითი ცდომილება.

აბერაციის სახეებია: არასიმეტრიული, გრძივი, ელექტრონულ-ოპტიკური, ოპტიკური, სიმეტრიული, სფერული, ფაზური, ქრომატული და სხვ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები