თულქითეფეს ბრძოლა 1752
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:05, 20 დეკემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თულქითეფეს ბრძოლა 1752 - ბრძოლა ქართლ-კახეთის ჯარებსა (ერეკლე II) და შაქის სახანოს ლაშქარს (აღა-ქიში, შაქის ხანის ჰაჯი-ჩელების ვაჟი) შორის თულქითეფესთან, შამშადილში (ახლანდელი აზერბაიჯანი).
ქართველებს ჩერქეზთა მხედრობა ეხმარებოდა, შაქელებს – ლეკების ჯარი. ერეკლე II-ის ჯარებმა დაამარცხეს მოწინააღმდეგე და შამქორამდე სდიეს მას. თულქითეფეს ბრძოლის შედეგად ნათლად გამოიკვეთა ქართლ-კახეთის უპირატესობა ამიერკავკასიაში.