სპადე თეოდორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:09, 6 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპადე თეოდორ

სპადე თეოდორ - (7.III.1891, ვინდავა - 25.VII.1970, თემირტაუ) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა რიგის პოლიტექნიკუმი, სანკტ-პეტერბურგის კადეტთა კორპუსი და საფრანგეთის საზღვაო აკადემია. I მსოფლიო ომის პერიოდში საზღვაო ოფიცრის რანგში მსახურობდა შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო-საზღვაო ფლოტში, რომელიც ექვემდებარებოდა ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ ამიერკავკასიის, ბოლოს კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას.

ბათუმის მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ნადეჟდა შველიძეზე (1917). მეთაურობდა ნაღმზიდს, აგრეთვე ჩქარმავალ კატერთა რაზმს. ქართველ მეზღვაურთა ნაწილთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა საქართველოში შემოჭრილ ოსმალეთის იმპერიის არმიას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორია მიიტაცა (1918). 6 თვე გაატარა ტყვეობაში, საიდანაც თავისმა მეუღლემ გამოისყიდა. სამშობლოში დაბრუნების (1920) შემდეგ, მსახურობდა ლატვიის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში, რომელსაც 1931-1940 წლებში ადმირლის რანგში ხელმძღვანელობდა. დაჯილდოებულია ლატვიის, საფრანგეთის, შვედეთის, პოლონეთის, ლიტვისა და ესტონეთის საპატიო სახელმწიფო ჯილდოებით. მისი მეუღლე ნ. შველიძე (გარდ. 1937) დიდ თანადგომას იჩენდა ლატვიაში მცხოვრებ ქართველთა საზოგადოების მიმართ.

სსრკ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ლატვიის ოკუპაციის (1940) შემდეგ დააპატიმრეს. გათავისუფლების (1954) შემდეგ გადაასახლეს ყაზახეთის ქ. თემირტაუში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. მისი ნეშტი გადაასვენეს და დაკრძალეს რიგაში. 2014 წლის ნოემბერში, ლატვიის პრეზიდენტ იანის ბერზინშის ოფიციალური ვიზიტისას, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელსაც ქართულ და ლატვიურ ენებზე აწერია: „ლატვიის სამხედრო ფლოტის ადმირალს თეოდორ სპადეს (1891-1970) საქართველოს სამხედრო ფლოტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • M. Bisters, Admirālis Teodors Spāde, Rīga, 2002;
  • Н. Джавахишвили, Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Рига, 2015.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები