ძირითადი ქვემეხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:56, 20 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ძირითადი ქვემეხი – საცეცხლე პოზიციაზე განლაგებული ბატარეის ერთ-ერთი ქვემეხი, როგორც წესი, შუა ნაწილში. მისთვის ცეცხლის საწარმოებლად დანადგარებს გაიანგარიშებენ და კოორდინატებს საცეცხლე პოზიციის კოორდინატებად მიიღებენ. ძირითადი ქვემეხის სროლის ძირითად მიმართულებას მიაკუთვნებენ და მის მიმართ ბატარეის მარაოს აგებენ.