ძირითადი ქვემეხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძირითადი ქვემეხი – საცეცხლე პოზიციაზე განლაგებული ბატარეის ერთ-ერთი ქვემეხი, როგორც წესი, შუა ნაწილში. მისთვის ცეცხლის საწარმოებლად დანადგარებს გაიანგარიშებენ და კოორდინატებს საცეცხლე პოზიციის კოორდინატებად მიიღებენ. ძირითადი ქვემეხის სროლის ძირითად მიმართულებას მიაკუთვნებენ და მის მიმართ ბატარეის მარაოს აგებენ.