კურსკის ბრძოლა 1943

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:25, 12 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანული სატანკო კოლონა

კურსკის ბრძოლა 1943 - გერმანია-სსრ კავშირის ომის დროს. ეს იყო ვერმახტის უკანასკნელი ცდა დაებრუნებინა სტრატეგიული ინიციატივა აღმოსავლეთის ფრონტზე.

კურსკის ბრძოლა იყოფა თავდაცვით (5–23 ივლისი) და შეტევით (12 ივლისი–23 აგვისტო) ოპერაციებად. თავდაცვით ბრძოლებში ცენტრალური და ვორონეჟის ფრონტების ჯარებმა მოიგერიეს გერმანიის არმიის ჯგუფების „ცენტრისა” და „სამხრეთის” ცდა, ალყაში მოექციათ და გაენადგურებინათ საბჭოთა ძალები კურსკის შვერილზე. ივლის–აგვისტოში კი კონტრშეტევაზე გადასულმა ცენტრალური, ვორონეჟის, დასავლეთის, ბრიანსკის, სტეპისა და სამხრეთ-დასასავლეთის ფრონტების ჯარებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 30 დივიზია და გაათავისუფლეს ქალაქები: ორიოლი, ბელგოროდი, ხარკოვი.

გერმანელებმა ბრძოლაში 500 ათ. კაცი დაკარგეს, საბჭოელებმა – 850 ათ., მაგრამ გერმანელთა შეზღუდული რესურსების გამო დანაკლისი მათთვის უფრო საგრძნობი იყო.

კურსკის ბრძოლის შედეგად გერმანია-სსრ კავშირის ფრონტზე გადამწყვეტი გარდატეხა მოხდა, გერმანია იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო ომის მთელი დარჩენილი პერიოდის მანძილზე.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები