თავდაცვითი ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თავდაცვითი ბრძოლა - ბრძოლის სახეობა, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება მოწინააღმდეგის უპირატესი ძალების შემოტევის მოსაგერიებლად, მისთვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენების, დიდმნიშვნელოვანი რაიონების (ზღუდეების, ობიექტების, აკვატორიების) შენარჩუნების და ამის მეშვეობით შეტევაზე გადასასვლელად პირობების შექმნის მიზნით.
თავდაცვითი ბრძოლა შეიძლება წარმოებდეს მრავალგვარ ვითარებაში, სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე, წელიწადის და დღე-ღამის სხვადასხვა დროს, ქალაქში (დასახლებულ პუნქტში), მთებში, უდაბნოში, ტყეში, თოვლში, ყინვაში, ზღვისპირა მიმართულებაზე და ა.შ.