შეიარაღებული ძალების სახეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:00, 5 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შეიარაღებული ძალების სახეობა – სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია გარკვეულ სფეროში (ხმელეთზე, ზღვაზე, საჰაერო სივრცეში) საომარი მოქმედებების წარმოებისათვის.
შეიარაღებული ძალების თითოეული სახეობა შედგება ჯარების (ძალების) გვარეობების, სპეციალური ჯარების და ლოგისტიკისაგან. სათავეში დგას მთავარსარდალი (სარდალი), მმართველობის ძირითადი ორგანო – მთავარი შტაბი (შტაბი). ბევრ სახელმწიფოში შეიარაღებული ძალები შედგება სამი სახეობისაგან:
- სახმელეთო ჯარების (სახმელეთო ძალები, არმია);
- სამხედრო-საჰაერო ძალების;
- სამხედრო-საზღვაო ძალებისგან (სამხედრო-საზღვაო ფლოტი).