პომპეუსი გნეუს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:02, 23 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პომპეუსი გნეუს - (Pompeius) (ძვ.წ. 106-48), რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. თავდაპირველად პომპეუსი სულას ბანაკში იყო. მონაწილეობდა სპარტაკის აჯანყების ჩახშობაში. 66 წლიდან სარდლობდა რომაელთა ჯარებს პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ ომში; ილაშქრა კავკასიაშიც (პომპეუსის ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში). 60 წელს კავშირი შეკრა იულიუს კეისართან და მარკუს კრასუსთან (I ტრიუმვირატი). ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ, 53 წელს, დაიწყო კეისართან ბრძოლა ხელისუფლებისათვის, მაგრამ 48 წელს ფარსალოსთან დამარცხდა და გაიქცა ეგვიპტეში, სადაც მოკლეს.