სულა ლუციუს კორნელიუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფსუდო-სულა, ავგუსტინეს ეპოქის ასლი, მიუნხენის გლიპტოთეკა

სულა ლუციუს კორნელიუს - (Sulla) (ძვ.წ. 138–78), ძველი რომის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.

ასპარეზზე გამოვიდა და დიდი სახელი მოიხვეჭა იუგურთა ომის დროს (111-105). 93 იყო პრეტორი, 92 – კილიკიის პრეტორი. 88 გახდა კონსული, დაეკისრა მთავარსარდლობა მითრიდატე VI ევპატორის წინააღმდეგ დაწყებულ ომში, მაგრამ გაიუს მარიუსმა უფლებები ჩამოართვა. სულამ აღმოსავლეთზე სალაშქროდ გამზადებული არმია რომზე მიმართა და ქალაქი აიღო, გაუსწორდა თავის მოწინააღმდეგეებს, გააგრძელა აღმოსავლეთში ლაშქრობა, დაამარცხა მითრიდატე და ზავიც დაადებინა. 83 დაბრუნდა იტალიაში, გაანადგურა კონსულთა არმია და რომის ერთპიროვნული გამგებელი გახდა.

მან თავისი მიზნების აღსასრულებლად ძველი რომაული ექსტრაორდინარული მაგისტრატურა – დიქტატურა გამოიყენა. დიქტატურის გამოცხადებას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები. დაამყარა უმკაცრესი რეჟიმი. პროსკრიფციებს შეეწირა 5 ათასამდე რომაელი მოქალაქე. სულამ თავისი მომხრეებით სენატორთა რიცხვი 600-მდე გაზარდა, სასამართლო დაუქვემდებარა სენატს, შეკვეცა სახალხო ტრიბუნების უფლებები. სულას ძირითად დასაყრდენს ვეტერანი ჯარისკაცები წარმოადგენდნენ, რომელთაც გადასცა კონფისკებული მიწები იტალიასა და კოლონიებში. 79 მოიხსნა დიქტატორის უფლებამოსილება.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები