იტალია
იტალია (Italia – იტალიის რესპუბლიკა) – სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში, აპენინის ნახევარკუნძულზე, კუნძულებით სიცილია და სარდინია. დასავლეთით ესაზღვრება ტირენის, აღმოსავლეთით – ადრიატიკის ზღვა.
ფართობი – 301,2 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 60,4 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – იტალიური.
დედაქალაქი – ქ. რომი.
ადმინისტრაციულად იყოფა 20 ოლქად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.
იტალია ნატოს წევრი ქვეყანაა. განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანა. შიდა ეროვნული პროდუქტის მოცულობით ის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგშია.
მრეწველობის ყველაზე განვითარებული დარგებია: მანქანათმშენებლობა (ავტომობილები, გემები, ელექტროტექნიკური აღჭურვილობა, დაზგები, რადიო-ელექტრონული, ზუსტი ხელსაწყოები), შავი და ფერადი მეტალურგია, ნავთობგადასამუშავებელი, ქიმიური და ნავთობქიმიური, საფეიქრო, კვების პროდუქტების წარმოება.
შექმნილია ატომური მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური და სამრეწველო ბაზა. სამხედრო მრეწველობა უშვებს თვითმფრინავებს, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, ტანკებს, ჯავშანმანქანებს, საბრძოლო მასალას, ცეცხლსასროლ იარაღს, ყველა კლასის ხომალდს.
ძირითადი საზღვაო პორტები: გენუა, ლივორნო, ნეაპოლი, ტრიესტი, ვენეცია, აუგუსტა, პიომბინო.
საერთაშორისო აეროპორტები: ფიუმიჩინო (რომი), მილანი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 184,6 ათ. კაცი (2012) სახმელეთო ჯარები 107 ათ. სამხედრო-საზღვაო 34,7 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 43 ათ.. რეზერვი 42 ათ. კაცი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე და მოხალისეების დაქირავებით.