დესანტირების რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დესანტირების რაიონი - ადგილმდებარეობის მონაკვეთი მოწინააღმდეგის ზურგში, რომელზეც საჰაერო დესანტს გადაისვრიან (გადასხამენ).
დესანტირების რაიონი მოიცავს ერთ ან რამდენიმე დაშვების მოედანს (საპარაშუტო ხერხით დესანტირებისთვის), ერთ ან რამდენიმე აეროდრომსა და დასაფრენ მოედანს (დაფრენის ხერხით დესანტირებისას).