დესანტირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დესანტირება - მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად ჯარების საჰაერო ტრანსპორტით გადასროლა. წარმოებს საპარაშუტო, დასაფრენი ან კომბინირებული (საპარაშუტო-დასაფრენი) ხერხით.
დესანტირების მომზადების დროს ინიშნება დესანტირების საწყისი რაიონი. დესანტირება მოიცავს:
- ჯარებთან ერთად თვითმფრინავების (ვერტმფრენების) აფრენას,
- ჰაერში სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ნაწილების საბრძოლო წყობით განლაგებას,
- დესანტირების რაიონში გადაფრენას,
- პირადი შემადგენლობის გადასხმას და სამხედრო ტექნიკის გადმოყრას.
მანძილს საწყისი რაიონიდან დესანტირების რაიონამდე ეწოდება დესანტირების მანძილი, ხოლო მხარეების საბრძოლო შეხების ხაზიდან დესანტირების რაიონამდე - დესანტირების სიღრმე.