ლეონ I (აფხაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:59, 12 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეონ Iაფხაზთა ერისთავი დაახლოებით 720-740 წწ.). ლეონ ერისთავი ებრძოდა არაბებს დასავლეთ საქართველოში. მას კავშირი ჰქონდა ქართლის ერისმთავარ არჩილთან. მათ კავშირი გააბეს ბიზანტიის იმპერატორთან. ლეონმა არჩილმა და მისმა ძმამ წერილი გაუგზავნეს ბიზანტიის იმპერატორ - ლეონ ისავრიელს, სადაც თხოვდნენ დახმარებას კეისარს არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში.

იმპერატორმა საპასუხო წერილი გამოუგზავნა ლეონს, რითაც მან დაუმტკიცა ერისთავს მემკვიდრეობითი უფლება აფხაზეთზე და შესთავაზა დამორჩილებოდა ქართლს ერისთავარ არჩილს („მეფე“), როგორ სიუზერენს და ერთად ებრძოლათ არაბების წინააღმდეგ. კეისარმა ლეონს არქონტის („ერისთავი კეისრისა)“ ტიტული მისცა.

ამ ფაქტით ბიზანტიის იმპერია აღიარა ლეონის უფლება ეგრისის ყოფილი სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ მიწა-წყალზე. კერძოდ, ლეონის აფხაზეთი პოლიტიკურად მოიცავდა საკუთრივ აფხაზეთს, ასევე აბშილეთს, მისიმიანეთს, სანიგეთს, ჯიქეთს ვიდრე ნიკოფსიამდე.

ლეონისა და არჩილის ურთიერთობა განმტკიცდა დანათესავებითაც. არჩილმა ლეონს მისცა ცოლად თავისი ძმისშვილი - გურანდუხტი.

735 წელს საქართველოს არაბთა დიდი დამსჯელი ექსპედიცია მოადგა მურვან-ყრუს მეთაურობით. არაბების თარეში საქართველოში თითქმის სამი წელიწადი გაგრძელდა. სწორედ აქ გამოჩნდა არჩილისა და ლეონის კავშირის სიმტკიცე, როდესაც არაბებმა მთელი აღმოსავლეთი საქართველო მოარბიეს და დასავლეთში გადავიდნენ, არჩილმა თავისი ძალებით აფხაზეთში დაიხია უკან და იქ გაუმართა მტერს გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ამბავს კარგად გადმოსცემს ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერი: - არაბებმა დასავლეთ საქართველოში ციხე-გოჯი დაანგრიეს, გადალახეს კისურის კედელი, დაწვეს ქალაქი ცხუმი და მიადგნენ ანაკოფიის ციხეს, სადაც გამაგრებული იყო არჩილი, თავის ძმა მირთან და აფხაზთა და ქართველთა ძალებთან ერთად. ლეონი კი სობღისის ციხეში იდგა და ოსეთიდან გადმოსასვლელ გზას იცავდა. სწორედ ანაკოფიასთან შეძლეს ქართველებმა მურვან-ყრუს შეჩერება. ამ ბრძოლის შემდეგ არაბებმა უკან დაიხიეს და ზარალიც განიცადეს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები