ჯუანშერი (ისტორიკოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯუანშერი – ( XI ს. ), ისტორიკოსი, ავტორი „ქართლის ცხოვრებაში“ მოთავსებული ნაწარმოებისა „ცხოვრება მეფისა ვახტანგ გორგასალისა“. მწერალს უსარგებლია ქართული საისტორიო და ჰაგიოგრაფიული თხზულებებით, აგრეთვე სირიული, ბერძნული, სპარსული და სომხური წყაროებით (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი გადმოცემებით). ჯუანშერის თხზულება სიტყვაკაზმული მწერლობის ელემენტებს შეიცავს ხშირად. მასში ჩართულია მრავალი თქმულება, თხრობა მხატვრულ მონაგონს მიჰყვება, ჰიპერბოლურ ხასიათს იღებს ხოლმე („მრავალი ლომითა შეეპყრა...“, „ვახტანგი ქვეითი ირემსა მიეწიეს...“, ბრძოლის დროს „იძვროდეს მთანი და ბორცვნი“...)


ტექსტი

ქართლის ცხოვრება, I, 1955, გვ. 139-244.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები