ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – (Central African Republic), სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.
ფართობი – 623 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 4,5 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ფრანგული.
დედაქალაქი – ქ. ბანგი.
ადმინისტრაციულად იყოფა 16 პრეფექტურად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი ნაციონალურ კრება.
დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1960 წლის 13 აგვისტოს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა აგრარული, ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა აფრიკის კონტინენტზე.
სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: ყავის მოყვანა, ხე-ტყის დამუშავება. წარმოებს ალმასის და ოქროს მოპოვება.
საერთაშორისო აეროპორტი: ბანგი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 3,1 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 2 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 0,1 ათ. და რესპუბლიკური გვარდია 1 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.