ფუნქციათა თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფუნქციათა თეორია – მათემატიკის დარგი, რომელიც სწავლობს ფუნქციათა ზოგად თვისებებს. იყოფა 2 ნაწილად:
1. ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია – მათემატიკური ანალიზის ნაწილი, რომელშიც შეისწავლება რიცხვით ღერძზე მოცემული ფუნქციის სახე, მისი ლოკალური და გლობალური თვისებები.
2. კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია – იმ ფუნქციათა თეორია, რომელთა განსაზღვრის არეს წარმოადგენს კომპლექსური სიბრტყის წერტილთა რაიმე სიმრავლე (ერთი კომპლექსური ცვლადის ფუნქციები), ან კომპლექსური ევკლიდური სივრცის წერტილთა სიმრავლე (მრავალი კომპლექსური ცვლადის ფუნქცია).
კლასიკურ მათემატიკურ ანალიზში ძირითადი შესასწავლი ობიექტია უწყვეტი ფუნქციები, რომლებიც განსაზღვრულია სასრულ ან უსასრულო ინტერვალებზე და რომელთაც საკმაოდ მაღალი ხარისხის სიგლუვის თვისება აქვთ.