გულდენი - პაის თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გულდენი - პაის თეორემა
1. ბრტყელი (AB) წირის მიერ მისსავე სიბრტყეში მდებარე და მისი არაგადამკვეთი (oy) ღერძის გარშემო ბრუნვით მიღებული სხეულის ზედაპირის S ფართობი ტოლია ამ წირის ℓ სიგრძის ნამრავლისა იმ წრეწირის სიგრძეზე, რომელსაც შემოწერს წირის სიმძიმის C ცენტრი: S=2πℓxc (ℓ=AB).
2. ბრტყელი ფიგურის მიერ მისსავე სიბრტყეში მდებარე და მისი არაგადამკვეთი (oy) ღერძის გარშემო ბრუნვით მიღებული სხეულის მოცულობა ტოლია ამ ფიგურის (S) ფართობის ნამრავლისა იმ წრეწირის სიგრძეზე, რომელსაც შემოწერს ამ ფიგურის სიმძიმის C ცენტრი: V=2πxcS.
ეს თეორემები პაპუს ალექსანდრიელმა დამტკიცების გარეშე ჩამოაყალიბა თავის „მათემატიკური კრებულის“ მე-7 წიგნში.