გულდენი - პაის თეორემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გულდენი - პაის თეორემა

1. ბრტყელი (AB) წირის მიერ მისსავე სიბრტყეში მდებარე და მისი არაგადამკვეთი (oy) ღერძის გარშემო ბრუნვით მიღებული სხეულის ზედაპირის S ფართობი ტოლია ამ წირისსიგრძის ნამრავლისა იმ წრეწირის სიგრძეზე, რომელსაც შემოწერს წირის სიმძიმის C ცენტრი: S=2πℓxc (ℓ=AB).

2. ბრტყელი ფიგურის მიერ მისსავე სიბრტყეში მდებარე და მისი არაგადამკვეთი (oy) ღერძის გარშემო ბრუნვით მიღებული სხეულის მოცულობა ტოლია ამ ფიგურის (S) ფართობის ნამრავლისა იმ წრეწირის სიგრძეზე, რომელსაც შემოწერს ამ ფიგურის სიმძიმის C ცენტრი: V=2πxcS.

ეს თეორემები პაპუს ალექსანდრიელმა დამტკიცების გარეშე ჩამოაყალიბა თავის „მათემატიკური კრებულის“ მე-7 წიგნში.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები