ა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 27 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ა − ქართული ანბანის პირეელი ასო. მისი სახელია „ანი“; გრაფიკული სიმბოლო შუა რიგის დაბალი აწეულობის ღია ხმოვანი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴀ. მისი მოხაზულობა ჰორიზონტალისა და მარჯვნივ გახსნილი წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური Ⴀ კუთხოვანი ფორმისაა და ოდნაე მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხური Ⴀ და მხედრული ა ოთხხაზოვანი სისტემის შუა ორ ხაზს შორის იწერება:
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ერთს (1), ახალ ქართულში ჩამოთვლისას (ანბანური რიგის მიხედვით) აღნიშნავს პირველს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეხუთე პუნქტის ა მუხლი.