დეიქსისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეიქსისი – (ბერძნ. < deixis), ენობრივ ერთეულთა მნიშვნელობა ან ფუნქცია, უჩვენოს მოცემულ სამეტყეელო სიტუაციაში გამონათქვამის მიმართება კონკრეტულ მოლაპარაკესა და მსმენელთან, წარმოთქმის კონკრეტულ დროსა და ადგილთან. „დეიქსისი ემსახურება სამეტყველო სიტუაციისა და გამონათქვამის დენოტატიური შინაარსის კომპონენტების აქტუალიზაციას“ (ვ. ვინოგრადოვი).

დეიქსისი გამოიხატება ლექსიკური და გრამატიკული საშუალებებით. ლექსიკაში დეიქტური მნიშენელობისაა ძირითადად ჩვენებითი ნაცვალსახელები, სივრცისა და დროის ზმნიზედები, არტიკლი, მიმართვის ფორმები, ზნისწინები, ნაწილაკები; გრამატიკაში – პირი, დრო, ტაქსისი (წინადადებაში მოქმედებებს შორის დროული თანმიმდევრობა).

განასხეავებენ გარეგან და შინაგან დეიქსისებს, გარეგანი დეიქსისი (საკუთრივ დეიქსისი) ორიენტირებულია არაენობრივ სინამდვილეზე (გამონათქვამის სიტუაციაზე); შინაგანი დეიქსისი მიმართულია ტექსტის (დისკურსის) შინაგან სტრუქტურაზე, ხოლო იმის მიხედეით, თუ რა მიმართულებით (წინ, უკან) რეალიზდება დეიქსისი ტექსტში, განსხვავებულია ანაფორა და კატაფორა.

დეიქსისი როგორც რეფერენციის საშუალება, უნივერსალური ენობრივი თვისებაა, რომელიც სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარად არის გამოხატული, მაგრამ დეიქტური სისტემის ეგოცენტრულობა ვლინდება ყველა ენაში: სისტემის ცენტრი არის პირველი პირი – მოლაპარაკე – ego „მე“. მეორე პირია ის, ვისაც მოლაპარაკე მიმართავს. როგორც კომუნიკაციური პარტნიორი, იგი დამოუკიდებელი არ არის და არსებობს მხოლოდ პირველ პირთან მიმართებით, მის სივრცეში. ამიტომაც არის შესაძლებელი ისეთი ფორმების არსებობა, როგორიცაა ქართულში „ჩემსკენ მოდის“ – „შენსკენ მოდის“, მაგრამ „მისკენ მიდის“. სივრცისა და დროის ენობრივი სტრუქტურირებაც პირველ პირზე ან ლაპარაკის მომენტზეა ორიენტირებული (შდრ. აქ-იქ, ახლოს-შორს, ახლა-შემდეგ…). დეიქტური სისტემის ეგოცენტრული ხასიათი განსაკუთრებით კარგად ჩანს „დეიქტური ორიენტაციის“ მქონე ენებში, როგორიცაა ქართული, რომელშიც მოძრაობის მიმართულება – აქეთ-იქით, ზევით-ქვევით… მხოლოდ პირეელი პირის ლოკალიზაციასთან მიმართებით განისაზღვრება (მოდის, ამოდის… ჩემსკენ, ჩადის… ჩემგან ქვევით, ჩამოდის… ზევიდან ჩემსკენ; შდრ. რუს. идеь ко мне / у тебе.

დეიქსისის მნიშვნელობით აგრეთეე გამოყენებულია ინგლისური ტერმინი „შიფტერი“ (რ. იაკობსონი). ამ ტერმინით აღნიშნულია ნებისმიერი ენობრივი ერთეული, რომელიც კონკრეტული დენოტაციის გარეშე გამოხატავს წინადადების კავშირს მოლაპარაკე – მსმენელთან და სამეტყველო აქტთან. ასეთი ფართო დეფინიციით დეიქსისი გულისხმობს არა მხოლოდ ჩვენებით ნაცვალსახელებს (დემონსტრატივებს), არამედ ისეთ არაავტონომიურ ნაცვალსახელებსაც, როგორიცაა ფრ. je „მე tu „შენ' და ზმნიზედებს – ici „აქ“, „აქეთ“, „ახლა“, „აწი“, main-tenant „ახლა, როცა…, რაკი…“, რათათა რეფერენტის იდენტიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ მსმენელისთვის ცნობილი სიტუაციის შემხვევაში.

ი. ქობალავა


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები