სცენური ურთიერთობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:05, 8 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ურთიერთობა (სცენური) – ორგანული სცენური ქმედების უმთავრესი კანონი, სტანისლავსკის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი დებულება, რომლის მიხედვით, როლში გარდასახვა დამოკიდებულია სხვა გმირების მიმართ ფსიქოლოგიური განწყობის ჩამოყალიბებაზე, რაც გულისხმობს მათი სიტყვების საკუთარი როლის პოზიციიდან მოსმენას და მათი სიტყვების თუ ქცევის მოტივაციის გრძნობად გაშიფრვას (შეფასების პროცესს). სტანისლავსკი თვლიდა, რომ ასეთი მოსმენა და დაკვირვება ხელს უწყობს მსახიობს იფიქროს და იგრძნოს თავისი პერსონაჟის მსგავსად, რომ ასეთ ურთიერთობას მოსდევს სწორი ფსიქოფიზიკური მოქმედება, ატმოსფეროს წიაღში შესვლა, განსასახიერებელი გმირის სულიერ პროცესებში წვდომა სხვა პერსონაჟებთან ორგანული ურთიერთობის ჩამოყალიბება მიჩნეულია გარდასახვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები