სარსუელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:05, 4 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარსუელა — (ესპ. Zarzuela), ესპანური მუსიკალურ-დრამატული თეატრის ჟანრი. აღმოცენდა მე-17 საუკუნეში. სახელწოდება წარმოიშვა პრადოში მდებარე მეფის ქალაქგარეთა სამონადირეო სასახლის მიხედვით, სადაც ხშირად იმართებოდა სასახლისკარის თეატრალური წარმოდგენები, ე.წ. „სარსუელას დღესასწაულები“ სარსუელა ჟანრულად ჩამოჰგავს ფრანგულ კომიკურ ოპერას და გერმანულ ზინგშპილს. ეს იყო ლირიკული პიესა, რომელშიც სასაუბრო დიალოგს მოსდევდა სიმღერა და ცეკვა სარსუელას ერთ-ერთი პირველი ავტორი იყო პ. კალდერონი („აპოლონის გვირგვინები“, 1657, და სხვ.).
მე-19 საუკუნიდან სარსუელა დამკვიდრდა არგენტინული თეატრების რეპერტუარშიც.