ექსოდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:10, 10 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ექსოდი – (ბერძ. exodos), ძველბერძნულ თეატრში წარმოდგენის დასკვნითი ნაწილი, რომლის დასასრულს მსახიობები და ქორო ტოვებდნენ სცენას, ექსოდში შეიძლება იყოს მსახიობთა დიალოგი ურთიერთ შორის, აგრეთვე მსახიობისა კორიფესთან (ქოროს წინამძღოლთან) და „კომოსი“ (ტრაგედიაში).