რასლილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რასლილა, კრიშნა და რადჰას ცეკვა, ინდური მინიატურა.

რასლილა – (ჰინდი. रास लीला), ინდური ხალხური წარმოდგენა. დასაბამს იღებს მომთაბარე მეცხოველეების ხალხურ და საწესჩვეულებო თამაშებში, ხალხებისა რომლებიც სახლობდნენ უძველეს დროს ინდოეთში. რასლილა ერთ-ერთი უძველესი ფორმაა ხალხური თეატრისა. რასლილა თამაშდებოდა ინდოეთის ტაძრების მახლობლად ვიშნუითური დღესასწაულების დროს, შედგებოდა რიტუალური ხასიათის პროლოგისა და მრავალრიცხოვანი ეპიზოდებისაგან, რომლებიც ასახავდნენ კრიშნას ცხოვრებას. სრულდება ღია ცის ქვეშ, იმპროვიზებულ სცენაზე. რასლილაში შედის ცეკვა, პანტომიმა, სიმღერა და დიალოგი.







წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები