ძვიფასი ქვა
ძვიფასი ქვა − მინერალი, რომელიც გამოირჩევა ლამაზი გარეგნობით (როგორც წესი, მხოლოდ გაპრიალებისა და დაწახნაგების შემდეგ), იშვიათობაა და აქვს მაღალი ღირებულება. ძირითადად გამოიყენება საიუველირო საქმეში, აგრეთვე, როგორც საბანკო აქტივი. არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური. ძვირფას ქვებს მიეკუთვნება:
წითელი ალმასი (1 კარატის ღირებულებაა – 1 მლნ ამერიკული $),
გრანდიდიერიტი (1 კარატი – 32 000 $-დან),
ფადფარაჯა (კორუნდის ნაირსახეობა, 1 კარატი – 20 000 $-დან),
ჟადეიტი (იმპერიალი, ნეფრიტის მსგავსი მინერალი, 1 კარატი – 20 000 $-დან),
ალმასი (ბრილიანტი, 1 კარატი – 17 000 $-დან),
ლალი (1 კარატი – 15 000 $-დან),
თურმალინი ცისფერი (პარაიბა, 1 კარატი – 12-15 000 $),
ალქსანდრიტი (1 კარატი – 10-15 000 $),
წითელი ბერილი (ბიკსბიტი, 1 კარატატი – 10-12 000 $),
ზურმუხტი (1 კარატი - 8 000 $-დან) და სხვ.