კარატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარატი - (carat), ძვირფასი თვლების მასის საზომი (მაგ., ინგლისური კარატი უდრის 205 მგ-ს. პარიზის საერთაშორისო კონვენციის განსაზღვრით (1907) კარატი უდრის 200 მგს; ძვირფასი ლითონების სინჯის საზომი ერთეული. მაგ., ოქროს ინგლისური კარატი უდრის შენადნობის მასის 1/24-ს. თავდაპირველად კარატი ძველი ბერძნული წონის ერთეულს წარმოადგენდა (უდრიდა 0,189 გრამს), შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.

საქართველოში XI-XVIIსს.-ში ცნობილია კერატის (0,212 გ), ხოლო XVII-XVIII სს.-ში ყირათის (0,192 გ) სახელწოდებით. კერატი შედიოდა დრამის წონით სისტემაში და მისი 1/12 ანუ 0,212გ იყო. ყირათი შეადგენდა მისხლის 1/24 ანუ 0,192 გრამს.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები