ლალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლალი (ბადახში) − (რუს. рубин; ინგლ. ruby < ლათ. ruber წითელი), ვარდისფერ-წითელი ფერის ქვა, მინერალ კორუნდის (ალუმინის ჟანგი) ნაირსახეობა. წითელ ფერს ანიჭებს ქრომის მინარევი. ქიმიური ფორმულა – Al2O3; სიმკვრივე – 3970-4050 კგ/მ3; სიმაგრე მოოსის სკალით – 9. ხასიათდება ოპტიკური ანიზოტროპიით. მუქი ფერის ლალს ძოწის ლალი ეწოდება. ლალის ხარისხი და ღირებულება დამოკიდებულია მის ფერზე, ზომებსა და გამჭვირვალობაზე. გამოიყენება, როგორც ძვირფასი სანახელავო ქვა.