ნალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნალია - ღომის თაველის საშრობი ნაგებობა, გარდა ღომისა, საჭიროების დროს სხვა მარცვლეულსაც აშრობენ. ძირითადად გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში (გურია, სამეგრელო, იმერეთი). ნალია წარმოადგენს მოღობილ, მორაგულ ორფერდად გადახურულ, ნახევრად ღია ნაგებობას, რომელიც იდგა ხის ან ქვის სვეტებზე. ნალიაში გადებულ ჯოხებზე ღომი ეწყობოდა ხელეურებად და ქვეშიდან უნთებდნენ ნელ ცეცხლს, რომ ზომიერად გამომხმარიყო.
ლიტერატურა
ჯ. რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, 1976. ე.ნ.