არშის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 5 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არშის ციხე (არშას ციხე) − (ინგლ. Arsh Castle) – XVI-XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ისტორიულ ხევში, სტეფანწნდის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდიდან 5 კმ-ში, სოფელ არშის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, პლატოზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ციხე, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, გვირაბი, წყალსადენი, წმინდა გიორგის ხატი, მიწისქვეშა აკლდამები.

არშის ციხე, დარიალის და სნოს ციხესთან ერთად, სრულ კონტროლს ამყარებდა ხევზე. დარიალის ციხე ჩრდილოეთ საზღვარს იცავდა, სნო, სავარაუდოდ, ერთ-ერთ გვარს ემსახურებოდა, არშის ციხე კი ხევის ცენტრში იდგა და საქართველოში გავრცელებული სათავდაცვო ნაგებობების ერთ-ერთი სახეობის „გალავანის“ ფუნქციას ასრულებდა, ის ახლომდებარე სოფლების სახიზარს წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ ძლიერი მტრის შემოსევის დროს სწორედ ამ ციხეს აფარებდა თავს ხევის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ისტორიულ წყაროებში იგი მოხსენიებულია 1623 წელს გიორგი სააკაძის მეთაურობით შაჰ-აბასის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებასთან დაკავშირებით. XVII საუკუნიდან XVIII საუკუნის შუა წლებამდე ციხე არაგვის ერისთავების მფლობელობაში იყო. შემდეგ მას ქართლ-კახეთის სამეფო ხელისუფლება დაეპატრონა. არსებობს ცნობა, რომ ციხე ქართველთა საგანძურის სამალავს წარმოადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ არშის ციხესთან სოფელი გაიბოტენში მზადდებოდა თოფის წამალი, რომელიც იქვე ინახებოდა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ციხეების დამცველებს ურიგდებოდა. XIX საუკუნის დასაწყისში ციხე ჯერ კიდევ მოქმედი ყოფილა. საინტერესო ინფორმაციას შეიცავს 1888 წლის „ივერია“. გაზეთში გამოქვეყნებული წერილის მიხედვით არშა გამაგრებულ სოფელს ჰგავდა, სადაც მოხევეები საფუძვლიანად ყოფილან დამკვიდრებულნი. იმ დროისთვის არშას ტერიტორიაზე 80 ნასახლარიდან მთელი და დაურღვეველი 40-მდე სახლი იყო შემორჩენილი. ციხეში იყო წყალსადენი, საიდანაც წყალი დიდრონ ქვებში გაკეთებულ აუზებში გროვდებოდა. ციხის კარების გარეთ გაკეთებულ ქვის მოედანზე ყოფილა კალო. ციხის ბინადართ მახლობლად სასაფლაოც ჰქონიათ. XX საუკუნის 60-იან წლებში მოხევეების საამაყო ციხე საბჭოთა ხელისუფლებამ ააფეთქა და დღეისათვის ნანგრე-ვების სახით არის შემორჩენილი.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები