დოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოლი

დოლი - დასარტყამი ინსტრუმენტი. აქვს ცილინდრული კორპუსი, რომლის ორივე მხარეზე ტყავია გადაკრული და დამაგრებულია თასმებით. ტრაფარეტული ზომები არ გვხვდება. კორპუსის სიმაღლე ისე შეეფარდება ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. უკრავენ ხელებით ან პატარა ჯოხებით, რომლებსაც ზოგჯერ გაგანიერებული ბოლო აქვთ. დაკვრის დროს დოლი შემსრულებელს უჭირავს მარცხენა იღლიის ქვეშ. ჯოხებით დაკვრის შემთხვევაში ერთ ჯოხს საკრავის ერთ მხარეს ურტყამენ, მეორე ჯოხს - მეორე მხარეს. დაკვრის ასეთი წესი უფრო ხშირად გურიასა და აჭარაშია გავრცელებული.

დოლის ძირითადი დანიშნულებაა ცეკვის თანხლება, მისი მეტრისა და რიტმის ხაზგასმა. მასთან ერთად ზოგჯერ ერთიანდება რომელიმე ერთი საკრავი - სალამური, ჭიბონი, ჩონგური. დოლის ტიპის საკრავი ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით შუა საუკუნეებში იყო დაფდაფი.



ლიტერატურა

გრ. ჩხიკვაძე, ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა, 1948. ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938. მ.შ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები