დაბდაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დაფდაფი-დან)
დაფდაფი - დასარტყამი სამუსიკო საკრავი ბგერის განუსაზღვრელი სიმაღლით, ასრულებს უმთავრესად ტემბრულ და რიტმულ ფუნქციებს. უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა როგორც სასიგნალო საკრავი, აგრეთვე ცეკვების, სამხედრო მსვლელობების, რელიგიური წეს-ჩვეულების (ზოგიერთ ხალხთან) თანხლებისათვის. სხვადასხვა ნაირსახეობით გვხვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხთან. განსაკუთრებით დიდია მისი მნიშვნელობა აფრიკის ხალხთა მუსიკაში. თანამედროვე სიმფონიურ და სასულე ორკესტრებში გამოყენებულია დიდი და პატარა დაფდაფი.